დღე პირველი
ტრენერმა ისაუბრა ტრენინგის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე.
გავიხსენე ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები.ჩემ ბლოგს დავამატე ინტელის პროექტებით სწავლების გვერდი.იმედია კარგად გავართმევ თავს.
დღე მეორე
შევარჩიე საპროექტო თემა.ვისწავლე პუბლიკაციის მომზადება პროექტისთვის. ვისაუბრე ჩემი პროექტის თემაზე და მის აქტუალობაზე.ვისწავლე ბროშურის შექნა...
დღე მესამე
დავიწყე პროექტის დაგეგმვა, განვსაზღვრე პროექტის მიზნები და შედეგები,იყო სირთულეებიც,მაგრამ ტრენერის დახმარებით გავართვი თავი.ვნახე ვიდეო-პრეზენტაცია პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ...
დღე მეოთხე
გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. მივიღე რჩევები და უკუკავშირი.
დღე მეხუთე
ვიმუშავე საპროექტო თემაზე.საკვანძო კითხვების გამოყენებაზე პროექტში.შევარჩიე მეთოდები და აქტივობები ჩემი პროექტისთვის...
დღე მეექვსე
ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და პრეზენტაცია,შეფასების რუბრიკის შექმნა.რატომ უნდა ვასწავლო მოსწავლეებს მედია რესურსების მოძიების დროს სანდოობის შემოწმება...
დღე მეშვიდე
დავასრულეთ დაწყებული დავალებები და ავტვირთეთ ბლოგზე, სამწუხაროდ მოსწავლის პროექტის ნიმუში ვერ შევინახე და წამეშა, ამიტომ ბლოგზეც ვერ განვათავსე...
დღე მერვე
დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.მოვამზადეთ ინტელის პროექტით მომზადებული გაკვეთილის პრეზენტაცია.ნამუშევრები განვათავსეთ ბლოგზე.
თუმცა მაქვს ხარვეზები, რომელსაც შემდეგ მეცადინეობაზე გავასწორებ...
მეცხრე დღე
ტრენინგის ბოლო დღეა...გავასწორე ხარვეზები...დღეს იყო პრეზენტაციის დღე...ყველამ წარმოადგინა პროექტი...დღე იყო დატვირთული, საინტერესო და სახალისო...დავასრულეთ ძირითადი კურსი: ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება"
ბროშურა ძალიან მომეწონა, თემა საინტერესოა, ბროშურა ვიზუალურად ლამაზად არის გაფორმებული.
ReplyDelete